პროექტი - „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტს - „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა როგორც საქართველოსთვის პროექტის განხორციელების მნიშნვნელობაზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლზე ამ პროცესებში.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციის/შემცირების მნიშვნელობას საქართველოში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა რომელსაც 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეებისა და დაგეგმილი ღონისძიებების, ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე.

პროექტი “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა