ზაალ უდუმაშვილი - უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილის 07:00 საათზე, ცხვრებივით შერეკეს

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილის 07:00 საათისთვის შევიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, სწორედ ამის გამო არ დახვდათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან რკინის ჯებირები, რომელიც ადგილზე გუშინ იყო განთავსებული.

„დღეს „ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, დილის 05:00 საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში 07:00 საათზე. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის 05:00 საათზე გააღვიძონ დეპუტატები. არაუშავს ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ იქნება, ისევ ღამეს გავათენებთ და ისევ დავდგებით აქ და როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 09:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო დანიშნული, თუმცა აღნიშნული მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა