აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, მას შემხეგ, რაც ყველა ლოკაციაზე მყოფი აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 09:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო დანიშნული, თუმცა აღნიშნული მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა