პარლამენტის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ადრიანად უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ

პარლამენტის პრესსამსახური მმართველი გუნდის წევრების საკანონმდებლო ორგანოში ადრიანად მისვლაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 09:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო დაგეგმილი, თუმცა, ინფორმაციისთვის, აღნიშნული სხდომა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის, როცა პირველი ღონისძიება - კერძოდ, იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო დაანონსებული, მხოლოდ უმრავლესობის რამდენიმე წევრი მივიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა