დონალდ ტრამპი - „თალიბანს“ შეთანხმება სურს და ჩვენც შევხვდებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, თალიბანი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ.

„თალიბანს“ სურს შეთანხმება და ჩვენც შევხვდებით“, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ქაბულში განუცხადა.

„თალიბანის“ ლიდერებმა მოლაპარაკებების განახლებაზე თანხმობა „როიტერსსაც“ დაუდასტურეს.

„თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ის უნდა აღდგეს იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც შეწყდა“,-განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰუმა მუჯაჰიდმა.

ავღანეთში, ამ დროისთვის ნატო-ს ათასობით ჯარისკაცთან ერთად, 13 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ქვეყანაში 2001 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 2 400 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა