გიგი უგულავა - ივანიშვილმა აირჩია ის გზა, როგორც დაამთავრა ასლან აბაშიძემ

ოთხშაბათს შეეშინდათ და გააუქმეს სხდომა, ხუთშაბათს არნახული კედლები ააშენეს ქალაქის ცენტრში, დღეს არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უმრავლესობის დეპუტატების პარლამენტში ადრიანად მისვლის შეფასებისას განუცხადა.

როგორც უგულავა ამბობს, ქალაქის ცენტრში კედლების აგებამ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას თავი არ აქვთ გამოსაყოფი, „საუკუნის მზაკვრობის“ შემდეგ.

„ჩვენ დისკომფორტის შექმნა არ გვინდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა ხალხი ბევრი არ არის, არც ვკეტავთ გზას, მშვიდობიანად ვიცავთ კანონს. ჩვენ დისკომფორტს ვუქმნით იმ ადამიანებს, ვინც გვაჩვენებს, რომ ვითომ მუშაობს და სინამდვილეში იტყუება და არა ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა 70-75% პროპორციულ არჩევნებს უჭერს მხარს. ამავე დროს ჩვენ ვთავაზობთ კანონპროექტის სახით გამოსავალსაც, რომელსაც დღეს მოვაწერთ ხელს ყველა ოპოზიციური პარტია და ეუთო-ს, ოდირის ოფისში გავგზავნით, აქაც ჩვენ ვთავაზობთ 76 ხმიან გამოსავალს“, - განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავა ამბობს, ივანიშვილი ან ჩაატარებს პროპორციულ არჩევნებს, ან ისე „აილეწება“ რომ საერთოდ მისი პოლიტიკური ხსენებაც კი აღარ იქნება საქართველოში.

„დაახლოებით ისე როგორც ასლან აბაშიძის შემთხვევაში მოხდა. თუ ვინმეს ჰგავს ეს ადამიანი არის ასლან აბაშიძე და ივანიშვილმა აირჩია ის გზა, როგორც დაამთავრა ასლან აბაშიძემ. ეს კანონპროექტი უმრავლესობასაც გავუგზავნეთ, ბატონ თალაკვაძესაც და ველოდებით. თემა დახურულია, მოსახლეობის 80% უჭერს იმ თემას მხარს, რომელიც კალაძემ დახურა. თუ დახურავ იმ თემას, რომელიც მოსახლებისთვის სასიცოცხლოა, ჩვენი მოქალაქეები დაგხურავენ შენ, უნდა იცოდეს ეს ბატონმა კალაძემ,“ - განაცხადა უგულავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო