თინა ბოკუჩავამ ვაჟა სირაძეს „სამარცხვინო“ უწოდა

„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თინა ბოკუჩავა საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სიტყვიერად დაუპირისპირდა. თინა ბოკუჩავამ საპატრულო პოლიციის უფროსს სამარცხვინო უწოდა.

„დეპუტატს მიზღუდავდნენ თქვენი დავალებით გადაადგილების თავისუფლებას გუშინ, პარლამენტის შენობაში ვერ შევდიოდი. რას ნიშნავს მეკადრება ? თქვენ როგორ გეკადრებათ ის, რომ პოლიცია გადააქციეთ ყაჩაღებად, ქურდებად და ივანიშვილის პირად დაცვად. ეგ მართლა როგორ გეკადრებათ? ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უკანონს. რა სამარცხვინოა, რომ კორდონს უკეთებთ პოლიციის უფროსს, რომ დაიცვათ ერთი პარლამენტარისგან. სამარცხვინო ხართ!“- ასე მიმართა თინა ბოკუჩავამ საპატრულო პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პოლიცია პირად დაცვად წარმოუდგენია.

„სრულიად სასაცილოდ, უსუსურად, დაჩაჩანაკებულად გამოიყურება საპატრულოს უფროსი, რომელიც უნდა იცავდეს ამ ქვეყანაში წესრიგს, მაგრამ ივანიშვილმა გადააქცია მონად, ქურდად, ყაჩაღად და პირად დაცვად. გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ გომელაური მისი პირადი დაცვის წევრი იყო და საერთოდ საქართველოს პოლიცია ასე წარმოუდგენია, საკუთარ პირად დაცვად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა