დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის გარშემომყოფი თანამოაზრეები არიან შვილები, შვილიშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები და მანდ სრულდება, წერტილი!

ოპოზიციის გარშემომყოფი თანამოაზრეები არიან შვილები, შვილიშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები და მანდ სრულდება, წერტილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მან ასევე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა, რომ დეპუტატები პარლამენტში დილის 7 საათზე შევიდნენ და განაცხადა, რომ "ასეთი ბრალდებები სასაცილოა".

"ვინ მოვიდა 07:00 საათზე და რვაზე, არ ვიცი, მე მოვედი ცხრაზე. შეგიძლიათ ჩემი მოსვლის საათი გადაამოწმოთ საპარლამენტო მუშაობის დროს და პირობას გაძლევთ, 70 თუ არა 80 პროცენტში ჩემი მოსვლის საათი არის ცხრა. რაც შეეხება დღეს ადრე მოსულ დეპუტატებს, დღეს დანიშნულია ზოგი კომიტეტი 10:00 საათზე,11:00 საათზე, შემდეგ უკვე სესია იწყება და რადგან იყო უმრავლესობის ფორმატში გარკვეული საკითხები განსახილველი, საკომიტეტო მუშაობა რომ არ ჩაშლილიყო, დეპუტატები უფრო ადრე მოვიდნენ. ჩვენ მოვდივართ ადრე საქმისთვის, ისინი მოდიან ადრე სცენის დასადგმელად, ეს სცენა არ გამოვა. ძალიან ნეგატიური როლი აქვთ და ამ როლსაც ძალიან უსახურად ასრულებენ. მაყურებელი მათ პრაქტიკულად არ ჰყავთ, ეს არის დესტრუქციული ძალა, მათი გარშემომყოფი თანამოაზრეები არიან შვილები, შვილიშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები და მანდ სრულდება, წერტილი", - განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი საკითხი არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა. მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, სხდომაზე მიწის რეფორმაზე, რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებზე და ბიუჯეტზე ისაუბრეს.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს,რომ საქმე ბევრია და პარლამენტში კიდევ უფრო ადრე უნდა მივიდნენ.

"მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრეთ. ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე, რაც ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დამშვიდებას გამოიწვევს, ამაზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ დესტრუქციულ ძალასთან ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ამაზე დროს არ დავკარგავთ. საარჩევნო სისტემაზე კომპრომისი არ იქნება. ასე, რომ ქუჩაში სირბილს, თუ პარლამენტში უნდათ შემოსვლა არჩევნებისთვის მოემზადონ. პრინციპულობა აუცილებელია პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. უნდა ვიცოდეთ სად არის პრინციპულობა და სად კომპრომისი. კომპრომისი დესტრუქციულ ძალასთან შეუძლებელია", - განაცხადა ხუნდაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს