მამუკა მდინარაძე - 2012 წლის შემდეგ ოპოზიცია დაიპარება, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დაუკვირდნენ, რას ლაპარაკობენ

2012 წლის შემდეგ ოპოზიცია დაიპარება, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დაუკვირდნენ, რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკინონ მერე, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ უმრავლესობა პარლამენტში დილით ადრე „შეიპარა".

მდინარაძის თქმით, უმრავლესობას უწევს თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ხვეწნა, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ.

„უმრავლესობის სხდომის დანიშვნა და საქმეზე საუბარი შეპარვას და შემოპარვას არ ნიშნავს. მაგათ უნდათ, რომ ვიღაცა გადაეყაროთ გზაზე და მათ შორის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. ხელისუფლებაში ვართ და ამ პროვოკაციაზე ვერ წამოვეგებით.

ქუჩაში გავიაროთ ერთად თუ ძალიან ნებავთ და ვინ სად დაიპარება, მერე მიხვდებიან, რომ დგამენ აქ ფლეშმობებს.

ჩვენ მოვუწოდებთ თანაგუნდელებს, გვიწევს ხვეწნა ჩვენს მომხრეებთან, უამრავ ადამიანთან, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ. უმრავლესობის შეხვედრის ერთ-ერთი თემა ესეც იყო, რადგან ადამიანებისგან, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან, გაყიდეს და ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს, ტყუილებზე აგებენ თავის საქმიანობას. შეურაცხყოფა კიდევ უფრო მძიმეა ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის და საქართველოში ამას ცოტა მძაფრად აღიქვამენ, ასე აღიქვამენ ასევე ჩვენი თანაგუნდელებიც“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო