გიგი უგულავა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, ის აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა გაათავისუფლეს. უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა.

„რაღაც ამდაგვარს ველოდი. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით, შეიძლება თქვენ სიტყვას ესკალაცია მოჰყოლოდაო და ჩემ სიტყვას თუ შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, მივიღებ კომპლიმენტად“, - განაცხადა აქციაზე დაბრუნებულმა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ უგულავა ტერიტორიიდან განარიდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს