მამუკა მდინარაძე - პირდაპირ გეუბნებით, სრული სისულელეა ე.წ. გერმანული მოდელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან

პირდაპირ გეუბნებით, სრული სისულელეა, ე.წ. გერმანული მოდელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია აყენებს ისეთ მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილება თავად იციან, რომ შესაძლებელი არ არის.

„გერმანული მოდელი - ეს ტერმინი თავადაც გააქრეს და ახლა გადავიდნენ გერმანულის მსგავს, მოდიფიცირებულ მოდელზე.

გერმანული მოდელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსიტუციასთან, წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ 77=150-ს. ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით 150-ივე დეპუტატი უნდა აირჩეოდეს პროპორციული სისტემით და მათ შორის პერსონიფიცირება ხედებოდეს. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. ვიღაცებს ეს სიით ჰგონიათ, ზოგიერთი იურისტი ტერმინებში ვერ ერკვევა, ისინი პროპორციულის და შერეულის განსხავებას ვერ გაარკვევენ, გასაგებია. ჩვენთან არის 77 და გერმანიაში არის ყველა პროპორციული სისტემით, მათ შორის პერსონიფიცირებული. ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუ საუბრობენ მოდიფიცირებაზე, აქაც შეუძლებელია ამაზე საუბარი. ობიექტურად მოფიქრალი იურისტი ამას ვერ იტყვის, ამიტომ თვითონვე აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს