მაია ცქიტიშვილი კითხვაზე, რატომ ჰქონდა პარლამენტთან რკინის კონსტრუქციებს სათოფურები - რა საინტერესო აღწერილობაა, სათოფურების ჩათვლით, რას ბრძანებთ?!

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის პარლამენტის საკომიტეტო თანამდებობების დატოვების და პარლამენტიდან პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, მთავრობის სურვილია პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადავიდეს.

"რაც ხდება რუსთაველზე ერთი მხრივ, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ყველა ჩვენს მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მეორე მხრივ, ეს არის იმ ოპოზიციური ძალების დესტრუქციული პროტესტი, რომლებსაც მხოლოდ დესტრუქციის გზით წარმოუდგენიათ საერთოდ რაიმე სახის ცვლილებების შეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა მინისტრი რკინის ჯებირების განთავსების საჭიროებას პარლამენტთან, მაია ცქიტიშვილმა ასე უპასუხა: "მე არ ვხედავ საჭიროებას ასეთი ტიპის დესტრუქციული ქმედებების, ძალადობის, პარლამენტის ბლოკირების, პარლამენტარების ძალადობის, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებების ხელის შეშლის; ზოგადად, პარლამენტის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის საქმიანობის ხელის შეშლის. ისევე, როგორც არ ვხედავ საჭიროებას პარლამენტის საკომიტეტო თანამდებობების დატოვების, პარლამენტიდან პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოვისურვებდით, რომ პოლიტიკური პროცესი გადმოვიდეს პარლამენტში, გადმოვიდეს იმ სივრცეებში მოლაპარაკების მაგიდებთან, საუბრებში, დიალოგში, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ გადაწყდეს საკითხები, რომელიც ყველა მხარეს აღელვებს, ასევე რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ მუშაობას",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, რკინის კონსტრუქციებს, რომელიც პარლამენტის შენობასთან იყო განთავსებული, სათოფურები არ აქვს. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როდის შეიძინა რკინის კონსტრუქციები მთავრობამ და რატომ გახდა ის საჭირო.

"რა საინტერესო აღწერილობაა, სათოფურების ჩათვლით, რას ბრძანებთ?! მაშინ, როდესაც ოპოზიციას აქვს დესტრუქციული ქმედებების მცდელობა, მაშინ, როდესაც ხდება ხელოვნურად ამ ყველაფრის წარმოჩენა, როგორც ფართო სახალხო პროტესტის, როდესაც ხდება პირველ რიგში ამ ყველაფრის პარლამენტიდან ქუჩაში გადატანა, როდესაც განსაკუთრებით ამ ყველაფერს მოჰყვება ქმედებები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩვენი კანონით და მეტიც, კანონსაც არღვევს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართალდამცველთა ქმედებები",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, აღნიშნულ საკითხზე, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ პოლიტიკური შეფასებას",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს