ირაკლი კობახიძე - რკინის ბარიერი არის უკანონო და პარლამენტის ბლოკირება კანონიერი?

რკინის ბარიერი არის უკანონო და პარლამენტის ბლოკირება კანონიერი? რა „ელიტა ბურჯზეა" ლაპარაკი, შსს-ს გაუჭირდა ბარიერების დაყენება? - ასე ეხმიანება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბრალდებებს პარლამენტთან გუშინ განთავსებულ რკინის ჯებირებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ არაკანონიერი სწორედ პარლამენტის ბლოკირებაა.

„ამ რკინის ბარიერმა გაამწარა ოპოზიცია, წყლის ჭავლის გამოყენება აღარ გახდა საჭირო, იმიტომ, რომ უკვე პრევენციული ზომები იყო მიღებული. ამაზე გამწარებულები შემოვარდნენ ეზოში ორი თუ სამი კაცი, მელია, ხოშტარია და სხვები და იქ სცადეს აგრესიის გამოწვევა. მართალია საკადრისი და მძიმე პასუხი გაეცათ, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. ოპოზიცია იყო გამწარებული, რომ პოლიციას არ მოუწია წყლის გამოყენება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა