იაგო კაჭკაჭიშვილი - ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ივანიშვილი რეალობას ადეკვატურად აფასებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

- ბატონო იაგო, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტში ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თავისივე ინიციატივა და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველი და ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა.

ამ ინტერვიუს მიმართ ინტერესი რომ დიდი იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო. საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში მმართველი გუნდის ლიდერი არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხო. მათზე ჩვენც შეძლებისდაგვარად შევეცდებით ყურადღების გამახვილებას.

უნდა ითქვას - თუ რამე არ დაეწუნება ბატონ ბიძინას, ეს აშკარად გახლავთ გულწრფელობა და ის, რომ მსჯელობისას იგი ხშირად უცნაურ წამოცდენებსაც კი აკეთებს ხოლმე, რაც მოვლენებისადმი მისეულ დამოკიდებულებას საკმაოდ კარგად ხსნის.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მმართველი გუნდის ლიდერის ვრცელმა და ერთი მხრივ გულწრფელმა, ხოლო მეორე მხრივ, აზრთა წიანააღმდეგობებით გაჯერებულმა ინტერვიუმ?

- ივანიშვილთან ინტერვიუმ მძიმე შთაბეჭდილება დამიტოვა. თქვენ მისი მხრიდან გამოჩენილი გულწრფელობა ახსენეთ, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი გულწრფელი იყო მაშინ, როდესაც „საუკუნის გადაგდება“ - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირების გაუქმება - პირველ რიგში, „ნაცმოძრაობას“ გადააბრალა, ხოლო, მეორე რიგში, „ნაცმოძრაობაზე“ გაბრაზებულ მაჟორიტარებს.

ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი გულწრფელი იყო მაშინ, როდესაც „საუკუნის გადაგდება“ - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირების გაუქმება - პირველ რიგში, „ნაცმოძრაობას“ გადააბრალა, ხოლო, მეორე რიგში, „ნაცმოძრაობაზე“ გაბრაზებულ მაჟორიტარებს

არც მაშინ ყოფილა გულწრფელი, როდესაც საქართველოში ყველა პარამეტრით მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მაგალითად, დემოკრატიის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, გაუარესდა.

მთელი ინტერვიუ გამსჭვალული იყო პათოსით, რომ ქვეყანას არ სჭირდება პოლიტიკური ძალაუფლების კონტროლის დემოკრატიული მექანიზმები, როგორებიცაა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ე.წ. „ენჯეოები“, პოლიტიკური ოპოზიცია და სხვ.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ივანიშვილის მთელი ინტერვიუ გამოხატავდა ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ავტორიტარი მმართველის დაუოკებელ წყურვილს, ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ერთპიროვნული ძალაუფლება.

ივანიშვილის მთელი ინტერვიუ გამოხატავდა ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ავტორიტარი მმართველის დაუოკებელ წყურვილს, ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ერთპიროვნული ძალაუფლება

- ივანიშვილის ინტერვიუ რომ სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვადი თემა იქნებოდა, ამის წინასწარმეტყველებას ნოსტრადამუსობა სულაც არ სჭირდებოდა.

არც ის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლას ორატორობისა და პოლიტიკური აზროვნების მწვერვალად შეაფასებდნენ. არც ის, რომ მისი ოპონენტები ამ ინტერვიუს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებდნენ.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ივანიშვილს „რეალობასთან კავშირისა და უკუკავშირის პრობლემა აქვს.“ თქვენი დაკვირვებით რამდენად ადეკვატურად აფასებს მმართველი გუნდის ლიდერი იმ რეალობას, რომელშიც დღეისათვის ქვეყანა იმყოფება?

- ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ივანიშვილი რეალობას ადეკვატურად აფასებს. მაგალითად, მას ჰგონია, არ აქვს მნიშვნელობა, გულწრფელად თუ ხელოვნურად, რომ მმართველ პარტიას დაახლოებით 60%-მდე აქვს მოახლეობის მხარდაჭერა. არადა, ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 20-30%-ის ფარგლებში მერყეობს.

ივანიშვილს ჰგონია, არ აქვს მნიშვნელობა, გულწრფელად თუ ხელოვნურად, რომ მმართველ პარტიას დაახლოებით 60%-მდე აქვს მოახლეობის მხარდაჭერა. არადა, ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 20-30%-ის ფარგლებში მერყეობს

საერთოდ, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კომფორტის ზონა მოიწყოს, იმოძრაოს მენტალურად თუ ფიზიკურად მხოლოდ ისეთ ველში, რომელიც მისი კვერდამკვრელი ადამიანებისგან თუ ჯგუფებისგან შედგება.

ივანიშვილს მოსმენაც კი არ უნდა განსხვავებული აზრის და შეფასებების. თუმცა, დახშული ჯავშანი, რომელიც ივანიშვილმა მოირგო, იმდენად ვიწრო და ხისტია, რომ ძალიან გაუჭირდება მისით თავდაცვა.

ივანიშვილს მოსმენაც კი არ უნდა განსხვავებული აზრის და შეფასებების. თუმცა, დახშული ჯავშანი, რომელიც ივანიშვილმა მოირგო, იმდენად ვიწრო და ხისტია, რომ ძალიან გაუჭირდება მისით თავდაცვა

პოლიტიკოსს, მით უფრო მმართველს, გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია, ანუ საზოგადოებრივი აღიარება სჭირდება, რომელიც ივანიშვილს აღარ აქვს.

პოლიტიკოსს, მით უფრო მმართველს, გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია, ანუ საზოგადოებრივი აღიარება სჭირდება, რომელიც ივანიშვილს აღარ აქვს

- საინტერესო იყო ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ბატონი ივანიშვილი საუბრობდა მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმაზე.

ბატონმა ბიძინამ ჯერ თქვა, რომ „პროპორციულზე გადასვლის პირობა არ მიუცია,“ შემდეგ თქვა, რომ „პროპორციულზე გადასვლა არ იყო ხელშეკრულება საზოგადოებასთან, არამედ იყო მისი კეთილი ნება და ინიციატივა,“ ასევე თქვა რომ იგი და გუნდის სხვა წევრებიც მწუხარებას გამოთვამენ, რომ „დაპირება ვერ შესრულდა,“ ბოლოს კი დასძინა - „პროპორციულის გარდა შეუსრულებელ პრინციპულ დავალებას ვერ იხსენებს“.

მიუხედავად ამ საკითხში ორაზროვნების სიმრავლისა, ივანიშვილმა თქვა ის, რაც აქამდე უმრავლესობიდან არავის უთქვამს. მხედველობაში მაქვს ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც მან ისაუბრა იმაზე, რომ ვერ დაარწმუნა თანაგუნდელები იმაში, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმების 50-60%-ს მიიღებდა და შეძლებდა სხვა ძალებთან კოალიციის გარეშე მთავრობის დაკომპლექტებას.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პროპორციულ სისტემაზე უმრავლესობის მიერ უარის თქმის შესახებ ივანიშვილის მსჯელობამ თუ მტიცებებმა?

- ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღების ნამდვილი მოტივი - ესაა შიში ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვის, რომელიც გარდაუვალია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობებში.

იმ პარტიული მხარდაჭერის პირობებში, რაც „ქართულ ოცნებას“, დღესდღეობით, აქვს, სწორედ მაჟორიტარული ხმების ხარჯზე მმართველი პარტია, უბრალოდ, მექანიკურად იმრავლებს სულ მცირე, ორჯერ მაინც მანდატებს.

ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღების ნამდვილი მოტივი - ესაა შიში ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვის, რომელიც გარდაუვალია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობებში

ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ "ქართულ ოცნებას" 30%-იანი რეიტინგი აქვს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რომელი სისტემით გაიმართება არჩევნები, უმრავლესობას ხომ ყველა შემთხვევაში ვერ მივიღებთო.“ ეს ტყუილია.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მით უფრო არ აწყობს "ქართულ ოცნებას", რაც უფრო იკლებს მისი რეიტინგი. თუნდაც 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში, როდესაც ეს კვლავ ყველაზე მაღალი რეიტინგია პარტიებს შორის, სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე.

"ქართულ ოცნებას" რჩება რეალური შანსი, რომ კვლავ უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში. მარტივი არითმეტიკაა - 77 ადგილი პარლამენტში პროპორციულ-პარტიული სიით აირჩევა. 30%-იანი მხარდაჭერა „ოცნებას“ 23 მანდატს მოაპოვებინებს.

73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩევა. აი, აქ კი, ხელისუფლებას აქვს რეალური შანსი, რომ 73-ივე ადგილი წაიღოს - ძირითადად მეორე ტურის ხარჯზე. ანუ, პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი, ხელისუფლების ჩათვლით, ვერ დააგროვებს 50%+1 ერთ ხმას. დაინიშნება მეორე ტური. როგორც გამოცდილებამ არაერთგზის აჩვენა, მეორე ტურში ხელისუფლების მომხრეების მაქსიმალური მობილიზაცია ხდება, ხოლო დაქსაქსული ოპოზიციური ამომრჩეველი ვერ ერთიანდება ერთი რომელიმე ოპოზიციური კანდიდატის გარშემო.

არჩევნების არსებული სისტემით ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლებას 96 მანდატი დარჩება. ეს ყველაფერი კარგად გათვალა „ოცნებამ“ და დაპირება უსირცხვილოდ უკან წაიღო, ძალაუფლების ყველა გზით შენარჩუნებისთვის.

არჩევნების არსებული სისტემით ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლებას 96 მანდატი დარჩება. ეს ყველაფერი კარგად გათვალა ოცნებამ და დაპირება უსირცხვილოდ უკან წაიღო, ძალაუფლების ყველა გზით შენარჩუნებისთვის

- ხელისუფლების ოპონენტები სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად ამახვილებენ ყურადღებას ივანიშვილს მტკიცებაზე - „არ მახსოვს რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინოს“.

ასევე იმაზე, რომ ყველა რეიტინგებით ქვეყანა ბევრად უკეთეს პოზიციებზეა, ვიდრე ეს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს იყო. ეს რომ მართლაც ასეა, ვიცით, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული სოციალური და პოლიტიკური ფონია. ამ არასასურველ ფონზე მეტად ყველაზე სახიფათოდ ის ჩანს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში საკმაოდ დაცემულია როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მიმართ ნდობა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გამოსული ოპოზიცია აშკარად ჭრელია, ბატონი ივანიშვილი ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას ყველას „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად მიიჩნევს. ეს რომ ასე არაა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

თქვენი დაკვირვებით, ივანიშვილს არ უნდა ქართულ პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური ძალების შემჩნევა და დანახვა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, თუ ისევ ცდილობს საზოგადობა 2020 წლის არჩევნებზეც ცნობილ პარადიგმაში დატოვოს - ან „ოცნება“, ან „ნაციონალები“?

- ცხადია, რომ ივანიშვილს უნდა ორი პოლუსის დიქოტომიის ფარგლებში დარჩეს. ივანიშვილი და მმართველი პარტია ებღაუჭება „ნაცმოძრაობის“ ნეგატიური იმიჯის ფაქტორს. დღემდე, „ნაცმოძრაობა“ ლიდერობს ყველაზე უფრო არასასურველი პოლიტიკური ძალების სიაში.

ივანიშვილი და მმართველი პარტია ებღაუჭება „ნაცმოძრაობის“ ნეგატიური იმიჯის ფაქტორს. დღემდე, „ნაცმოძრაობა“ ლიდერობს ყველაზე უფრო არასასურველი პოლიტიკური ძალების სიაში

ივანიშვილს ძალიან აშინებს სხვა - დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - გამოჩენა და როგორც კი რაიმე სიახლე იჩენს თავს, ცდილობს ეს სიახლე „ნაცმოძრაობის“ ნეგატივით გასვაროს. ეს მას წარმატებით გამოუვიდა ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებში.

თუმცა, ჩემი დაკვირვებით, დღეს ვითარება მნიშვნელოვად შეცვლილია რამდენიმე მიმართულებით: ა) „ნაცმოძრაობა“ უკვე აღარ პოზიციონირებს მარტო, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ნეგატიურ სტიგმას ერთგვარად „აფერმკრთალებენ“.

ამ თვალსაზისით, ყველაზე თამამი ნაბიჯი „რესპუბლიკურმა“ პარტიამ გადადგა - „ნაცმოძრაობასთან“ მათი კოლაბორაცია სწორედ წინა ხელისუფლების ნეგატიური ეფექტის შემცირებას ემსახურება.

ივანიშვილს ძალიან აშინებს სხვა - დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - გამოჩენა და როგორც კი რაიმე სიახლე იჩენს თავს, ცდილობს ეს სიახლე „ნაცმოძრაობის“ ნეგატივით გასვაროს. ეს მას წარმატებით გამოუვიდა ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებში... თუმცა, ჩემი დაკვირვებით, დღეს ვითარება მნიშვნელოვად შეცვლილია რამდენიმე მიმართულებით

ახლა ეს ხაზი კიდევ უფრო ძლიერდება ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობის გაერთინებით მმართელი პარტიის წინააღმდეგ; ბ) პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩდნენ ახალი პოლიტიკური ძალები, რომელთა აფილაცია „ნაცმოძრაობასთან“ უკიდურესად ხელოვნურად აღიქმება.

აქ, პირველ რიგში, „ლელოს“ ვგულისხმობ, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა და პარტიად სულ ახლო მომავალში აპირებს ჩამოყალიბებას. ზემოაღნიშნული ორი ფაქტორიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის,“ როგორც პოლიტიკური „ბუას“ ფაქტორი, თანდათან ცვდება და ეფექტს კარგავს.

„ნაცმოძრაობის,“ როგორც პოლიტიკური „ბუას“ ფაქტორი, თანდათან ცვდება და ეფექტს კარგავს

- ბატონი ივანიშვილი ინტერვიუში საკმაოდ ბევრ თემას შეეხო. ბუნებრივია ჩვენ ყველას ვერ შევეხებით, მაგრამ ვერანაირად ვერ აუვლით გვერდს ივანიშვილის მტკიცებას რომ იგი „კარგი ლიდერია“.

ამ ფონზე მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო „ნაციონალებისა“ და სააკაშვილის კრიტიკას, შევარდნაძის მმართველობის გახსენებასა და იმაზე საუბარს, რომ იგი „შევარდნაძე არაა.“ თქვენი აზრით, თავის კარგ ლიდერობაზე მსჯელობითა და იმის მინიშნებით, რომ იგი „შევარდნაძე არაა“, რისი თქმა უნდოდა ივანიშვილს?

- ეს კარგად ნაცნობი პარადიგმაა - ყველა ავტორიტარი მმართველი დაბრმავებულია საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების შეფასებაში და თავი ოლიმპოს მწვერვალზე წარმოუდგენია.

ივანიშვილის ფსიქოტიპი აბსოლუტურად ავტორიტარულია - მას სჯერა, რომ ყველაზე მეტი იცის არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, ფსიქოანალიზში, სოციოლოგიაში და ა.შ. ივანიშვილი ჩვეულებრივი ნარცისია.

ივანიშვილის ფსიქოტიპი აბსოლუტურად ავტორიტარულია - მას სჯერა, რომ ყველაზე მეტი იცის არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, ფსიქოანალიზში, სოციოლოგიაში და ა.შ. ივანიშვილი ჩვეულებრივი ნარცისია

- აშკარად საინტერესო პასაჟი იყო ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელსაც საქართველოში აშშ აფინანსებს.

„მივწერ კონგრესს, ტრამპს, რომ ენჯეოები მათი ფულით აშშ-ს ინტერესებს აზარალებენ“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა.

ვიცით, რომ აშშ-ს მიერ საქართველოში დაფინანსებული არასამთავრობოები ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულობით გამოირჩევიან, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის ეს განცხადება და თქვენი აზრით, სავარაუდო, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მასზე კონგრესსა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს?

- საუბრის დასაწყებისას ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ყველა იმ ლეგიტიმური მექანიზმის დისკრედიტაცია, რომლებითაც დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების ზედამხედველობა და რევიზია ხდება. ერთ-ერთი ასეთი მძლავრი მექანიზმი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებია.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ მოარჯულა სამოქალაქო სექტორი, ვერ აქცია მის მეგობრად, ვერ შეუცვალა მას „უცხოს“, ანუ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემფასებლის, ფუნქცია. და თუ ივანიშვილი მართლა გაბედავს და აშშ კონგრესს ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსგავს წერილს მისწერს, ამით მხოლოდ თავს გაიბითურებს.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ მოარჯულა სამოქალაქო სექტორი, ვერ აქცია მის მეგობრად, ვერ შეუცვალა მას „უცხოს“, ანუ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემფასებლის, ფუნქცია. და თუ ივანიშვილი მართლა გაბედავს და აშშ კონგრესს ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსგავს წერილს მისწერს, ამით მხოლოდ თავს გაიბითურებს

- საინტერესო იყო ივანიშვილის მსჯელობა იმაზე, რომ იგი ელჩებს ხვდება, მაგრამ პროპორციული სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით კითხვები არავის არ აქვსო.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანად გამოიყურება იმ თემაზე მსჯელობა, რომელიც ივანიშვილს გადაცემის ავტორმა შეახსენა. მხედველობაში მაქვს მისივე გამონათქვამი იმაზე, რომ ჩვენში დემოკრატიის დონე ჩამორჩება ეკონომიკის განვითარებას და თუ უმოკლეს ვადებში ეს არ მოხერხდა, ქვეყანას დემოკრატიის დონის შემცირება მოუწევს...

პასუხის გაცემისას ივანიშვილისაგან მოვისმინეთ იმაზე მსჯელობა, რომ უმოკლეს ვადებში შეუძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა და რომ ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას ხელს შეუწყობს დასაქმდნენ საზღვარგარეთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ინტერვიუს ამ ნაწილს?

- უმუშევრობის უმწვავესი პრობლემის გადაჭრის გადამისამართება უცხოეთში ემიგრაციაზე ივანიშვილის ინტერვიუს ყველაზე ტრაგიკული ნაწილია. ე.წ. „ცირკულარული მიგრაცია“ მართლაც არის დასაქმების ალტერნატიული გზა, თუმცა, ივანიშვილმა ეს მექანიზმი ერთადერთ პერსპეტივად გამოაცხადა და დასაქმების ხელშეწყობის ძირითადი ტვირთი სწორედ შრომით ემიგრაციას დააკისრა.

უმუშევრობის უმწვავესი პრობლემის გადაჭრის გადამისამართება უცხოეთში ემიგრაციაზე ივანიშვილის ინტერვიუს ყველაზე ტრაგიკული ნაწილია

ამით მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ საქართველო ერთგვარი ტრანზიტული დერეფანია, რომელშიც მოქალაქეები პროფესიული გადამზადების რამდენიმეთვიან კურსებს გაივლიან და ეშელონებად წავლენ უცხოეთში. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ლეგალური ცირკულარული მიგრაციის პირობებში, განვითარებული ქვეყნები სწორედ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ასაქმებენ, რომლებიც 2-3 თვიანი გადამზადების ხარჯზე არ ყალიბდება, ივანიშვილის ეს განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს დამატებითი დემამოტივირებელი ფაქტორი ქართელი ახალგაზრდებისთვის, რათა საქართველოში დარჩნენ და თავიანთ სამშობლოში შექმნან მომავალი.

ეს განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს დამატებითი დემამოტივირებელი ფაქტორი ქართელი ახალგაზრდებისთვის, რათა საქართველოში დარჩნენ და თავიანთ სამშობლოში შექმნან მომავალი

- იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ივანიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას ხელისუფლება არ დაუბრუნდება, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები პოლარიზებულ ქართულ პოლიტიკაში? როგორი შეიძლება იყოს მისი სავარაუდო შედეგები მმართველი გუნდისთვის? ოპოზიციისთვის და რაც ყველაზე მთავარია, საერთოდ ქვეყნისათვის?

- ივანიშვილს და მმართელ პარტიას ძალიან გაუჭირდება, რომ საქართველოს ამომრჩევლებს და ოპოზიციურ პოლიტიკურ კოჰორტას მოანელებინოს ეს „საუკუნის გადაგდება“.

მეტიც - პირველი მტკივნეული სილა ივანიშვილმა თანაპარტიელებისგან იგემა, როდესაც მმართველი გუნდის ადამიანური რესურსი უაღრესად გაღარიბდა და მას ლამის დაეშალა უმრავლესობა.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აქამდე არნახულ მობილიზაციას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელსაც, თავის მხრივ, სულ უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი გამოყავს ქუჩაში.

ივანიშვილს და მმართელ პარტიას ძალიან გაუჭირდება, რომ საქართველოს ამომრჩევლებს და ოპოზიციურ პოლიტიკურ კოჰორტას მოანელებინოს ეს „საუკუნის გადაგდება“... „ქართულ ოცნებას“ მძიმე გამოზამთრება და, ზოგადად, საარჩევნო წელი ელოდება

ამას უნდა დავუმატოთ საერთაშორისო სტრუქტურების, საელჩოების, ევროკომისიის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვათა მხრიდან ხელისუფლების შეუფარავი კრიტიკაც. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მძიმე გამოზამთრება და, ზოგადად, საარჩევნო წელი ელოდება.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს