მოძრაობა  „შეცვალეს” წევრი ბექა პაპაშვილი - უბრალოდ ამომიჩემეს, რადგან ამ კვირაში მეორედ დამიჭირეს, ეს უკვე რაღაც არაამქვეყნიურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” წევრის ბექა პაპაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე დღეს საქმის მტკიცებულებებს განიხილავენ.

როგორც ბრალდებულმა ბექა პაპაშვილმა განაცხადა, ის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მისი დაკავების საქმე პოლიტიზირებულია.

„რა თქმა უნდა, გამამართლებელ განაჩენს ველოდები, რადგან უკანონოდ დამიჭირეს. მე ამას გუშინაც ვამბობდი, რომ დაკავება და ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია. უბრალოდ ამომიჩემეს, რადგან ამ კვირაში მეორედ დამიჭირეს. ეს უკვე რაღაც არაამქვეყნიურია. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკურად აქტიური და იჭერ კვირაში ორჯერ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაკავება არის პოლიტიზირებული.

აბსოლუტურად არ ვეთანხმები ბრალს. მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია და არც მითუმეტეს კანონიერ მოთხოვნაზე უარი არ განმიცხადებია პოლიციისთვის”, - განაცხადა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შეცვალეს” აქტივისტი ბექა პაპაშვილი 28 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა