გრიგორი კარასინი - დეკემბერში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში, - ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიასთან განაცხადა.

”უდავოა, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში, დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, პრაღაში ე.წ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს