გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ სამი დაკავებული წევრი სამმართველოში გადაიყვანეს

„ვროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მათი პარტიის სამი წევრი სამართალდამცავებმა კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს.

„სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია. ისინი კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს. ისინი არიან დავით ნაფეტვარიძე, გაბილ გასანოვი და დიდუბის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ეს არის აგონია, ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს მაგონებს ბიძინა ვიანიშვილის რეჟიმის აგონია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს პოლიციელებს უწევთ ამაზე მოცდენა და ასეთი უღირსი საქციელის ჩადენა,“ - განაცხადა კანდელაკმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, აქციაზე დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო