ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი  "წელს თუ არა, გაისად მაინც იმუშავებს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით შეიქმნა, "წელს თუ არა, გაისად მაინც იმუშავებს".

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე , ამ ეტაპზე რატომ არ მუშაობს 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, მინისტრი აცხადებს რომ "დღეს ნებისმიერი მსურველი რომ მივიდეს, სისტემა მუშაობს და მისი განაცხადის მიღება მოხდება."

"საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სქემაა, რომელსაც ბიზნესს ვთავაზობთ.ბიუჯეტში მობილიზებულია თანხები. პირველი, რაც მინისტრად დანიშვნის დროს გავაკეთე ისაა, რომ დავაჩქარე ამ მექანიზმისთვის საჭირო ყველა იურიდიული დოკუმენტის შექმნა. ბანკებთან ჯერ კიდევ ივნისში მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. „სოფტებზე“ მუშაობენ ბანკები, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ მექანიზმის ათვისება. ვაკეთებთ მეტ პოპულარიზაციას. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ წელს არა, გაისად მაინც იმუშავებს. ამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფილია თანხა", - განუცხადა მინისტრმა "ინტერპრესნიუსს".

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა, კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი 25 ივლისს მოეწერა ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, ბანკებს ბიზნესის მხრიდან განაცხადების მიღება არ დაუწყიათ, რადგან კვლავ გრძელდება მუშაობა პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

„საკრედიტო საგარანტიო სქემა არის ინოვაციური და საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რაც მოითხოვდა სრულიად ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას. სწორედ აღნიშნული სქემის კომპლექსურობიდან გამომდინარე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კომერციულ ბანკებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიას შორის, ხოლო აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ განაცხადები აღნიშნული სქემის ფარგლებში”, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო