„ევექსი“- CNN-ი საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა

საქართველო ტელეკომპანია CNN -ის ობიექტივში - ამერიკელმა ჟურნალისტებმა რეპორტაჟი საქართველოს სამედიცინო ტურიზმზე მოამზადეს, რომელიც ქვეყნის ახალი ეკონომიკური მიმართულებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ევექსიდან“ აცნობეს, დეკემბერში სატელევიზიო ეთერი, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს (The new world of medical tourism) საქართველოს ჯანდაცვას დაეთმობა.

„CNN-ი ევექსი ჰოსპიტლების მიერ თბილისში გახსნილი სამედიცინო ტურიზმის ჰაბით - კავკასიის მედიცინის ცენტრით დაინტერესდა, რომელიც სამედიცინო სერვისს უცხოელ პაციენტებს ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრებისგან განსხვავებით ბევრად უფრო შეღავათიან ფასად სთავაზობს.

CNN-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში დეტალურადაა წარმოჩენილი კავკასიის მედიცინის ცენტრის მძლავრი კლინიკური შესაძლებლობები, ჰოსპიტლის ექიმების გუნდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მაღალი სტანდარტი.

10 წუთიანი რეპორტაჟში საუბარია საქართველოზე, როგორც ცნობილ მრავალსაუკუნოვან ქვეყანაზე, თავისი მრავალფეროვანი კულტურულ-მემკვიდრეობითი ღირსშესანიშნაობებით და ახლა უკვე სამედიცინო ტურიზმის დიდი პოტენციალით,

საქართველოს შესახებ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი CNN -ზე 14 დეკემბერს გავა, მანამდე კი CNN-ის ეთერში ამ რეპორტაჟის ანონსი ტრიალებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო