ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე - დროა, მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ისაუბრონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ

ვფიქრობთ, რომ დროა, მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ისაუბრონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება.

„ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.

ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე გავახმოვანეთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატულება უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო