თინა ბოკუჩავა - თუ დიპლომატიური კორპუსის მითითებითაა შეხვედრა, ისინი გააკეთებენ განცხადებას და გადაწყვეტილებას მივიღებთ, კობახიძის დაძახებულზე არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ

ირაკლი კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

"თუ დიპლომატიური კორპუსის მითითებით არის შეხვედრა, თავად დიპლომატიური კორპუსი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ", -განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს