კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო „სოლიდარობის ფონდი PL საქართველო“-ს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

კონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სამოქალაქო ბიუჯეტი (PB) წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის ერთ – ერთ ყველაზე მოწინავე მექანიზმს, რაც გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.

2015 წლიდან, სოლიდარობის ფონდმა, დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში, ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და მოიცავს ახალ მუნიციპალიტეტებს. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2019 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების, მეთოდოლოგიისა და განვითარების, ადგილობრივი სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების შესახებ.

კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე, მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის სერტიფიკაციის პროცესის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც შეიქმნა ინტერ-სააგენტოს კონსორციუმების მიერ საქართველოში მიმდინარე PB პროცესის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრისას გაიმართა ფოკუს ჯგუფის დისკუსია, რომელიც ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდის მექანიზმების პერსპექტივის საკითხებს დაეთმო.

კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია და საკრებულო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების გამოცდილება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს