შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ხვალ დაანონსებული შეხვედრა აქციების ფონზე ჩაივლის

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრა აქციების ფონზე ჩაივლის.

„გერმანული მოდელი“ იყო ჩვენი მოთხოვნა, რომელიც წავუყენეთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, როგორც პროპორციული მოდელის კომპრომისული ვარიანტი, რომლის მიღებაც სამ კვირაში იყო შესაძლებელი. ჩვენი ეს მოთხოვნა მაშინვე გაიზიარა ოპოზიციამ, ხელისუფლების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ არაკონსტიტუციურია. ყველა კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ეს არის კონსტიტუციური მოდელი, ამას არ სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება. ამაზე მსჯელობას თავიდან არც აპირებდნენ, მაგრამ ამ წნეხმა, რაც ამ კვირის განმავლობაში პიკეტები და დიდი აქციები გვქონდა შედეგი გამოიღო. ახლა, დასხდებიან და იმსჯელებენ ამ „გერმანულ მოდელზე", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, თვითონაც არ წავლენ დათმობაზე.

„ჩვენც არ წავალთ დათმობაზე, მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. ამაში ჩვენ სისხლით და თვალის ჩინით გადავიხადეთ. არც საქართველოს სახელის ლაფში ამოსვრას ვაპატიებთ ხელისუფლებას, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო თანამეგობრობას პროპორციული არჩევნები 2020 წელს დაპირდეს და სიტყვები პატარა ჭინჭყლი ბავშვივით გადათქვას", - განუცხადა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს