სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სს „თელასს“ დაევალა შპს „ტორნადოსთვის“, კომპენსაციის სახით, მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასურის 50%-ის - 4 650 ლარის გადახდა.

„მიმდინარე წელს შპს „ტორნადომ“ მიმართა სს „თელასს“ და მოითხოვა თბილისში მდებარე ობიექტის ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. სს „თელასმა“ მიიღო განაცხადი და იკისრა მისი შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ არ ფიქსირდებოდა ხელის შემშლელი გარემოებები, სს „თელასმა“ არ უზრუნველყო განსაზღვრულ ვადებში ობიექტისთვის მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, სს „თელასმა“ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიუთითა, რომ შპს „ტორნადოს“ მოთხოვნა ვადებში იყო შესრულებული.

სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაევალა შპს „ტორნადოსთვის“ კუთვნილი ობიექტის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფა განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ექნება ადგილი ვადის დარღვევას, კომპანიას შპს „ტორნადოსთვის“ კომპენსაციის სახით მიერთების საფასურის 100%-ის გადახდა მოუწევს. ამასთანავე, მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სს „თელასი“ 15 000 ლარით დაჯარიმდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა