მამუკა მდინარაძე - თუ ხვალინდელ შეხვედრას დაესწრებიან ელჩები, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ოპოზიცია წარმოადგენს არგუმენტებს, ყველაფერი ნათელი იქნება

კი ბატონო, ვილაპარაკოთ „გერმანულ მოდელზე“, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, თუ დამატებით რაიმე არგუმენტებს მოიტანენ, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ხვალ დაგეგმილ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი დაესწრება.

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ შეხვედრას შესაძლოა, დაესწროს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც და ოპოზიციას აქვს საშუალება წარმოადგინოს დამატებით არგუმენტები „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით. თუმცა, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ხვალ ახალი არგუმენტები არ ექნება, ან მათი არგუმენტები "მარცხს განიცდის."

„დიპლომატიური კორპუსი კარგად ხედავს, თუ როგორ დესტრუქციულ მოქმედებებზე მიდის "ნაცმოძრაობა" და მასთან საერთო გეგმაში მყოფი სხვა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი. ისინი ცდილობენ, მოგვცენ რჩევები, რომ ამ ქუჩის დესტრუქციამ გადაინაცვლოს კაბინეტში და ჰქონდეს კონსტრუქციული ხასიათი. ბუნებრივია, ჩვენ მათ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ და კი ბატონო, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის „გერმანულ მოდელზე“, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას. თუ დამატებით რაიმე არგუმენტებს მოიტანენ, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. ჩვენ ჯერ რეალური, იურიდიულად გამართული, რაციონალური არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოს კონსტიტუციას „გერმანული მოდელი“ ან იმის მსგავსი შეესაბამება, ჯერ არ მოგვისმენია. თუ ხვალ მოვისმენთ კი ბატონო, გავაანალიზებთ, თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს. არ გამოვრიცხავ, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრონ ამ შეხვედრას. თუკი, მას დაესწრებიან ელჩები, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, ოპოზიცია და ისინი წარმოადგენენ არგუმენტებს, ყველაფერი ნათელი იქნება. კი ბატონო აქამდე არ მოგვისმენია, მაგრამ ახალი არგუმენტები წარმოადგინონ, თუ ოდნავ მაინც კანონიერი, კონსტიტუციის შესაბამისი იქნება, სიამოვნებით მივიღებთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი და თეა წულუკიანის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ თემა დახურულია, თუმცა, თუ ოპოზიცია ახალ არგუმენტებს წარადგენს, მოისმენენ.

"ჩემი და ქალბატონი თეას პოზიცია აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. თემა არის დახურული, შეუძლებელია ობიექტურმა იურისტმა მიიჩნიოს, რომ „გერმანული მოდელი“ ან მისი მსგავსი შეესაბამება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას. ამიტომ დაიხურა თემა, თორემ თუკი არგუმენტი არსებობს, წარმოადგინონ, იქ იქნებიან ელჩები, ვენეციის კომისია და ვნახოთ რა ახალ არგუმენტს დადებენ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო