კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“ გაიმართება

30 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზნებია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება სკოლებში პოზიტიური, ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად; მასწავლებელთა და დირექტორთა შესაძლებლობების გაძლიერება სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით; სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყელიბების მიზნით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის წახალისება; თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვის გამოცდილების გაზიარება; საჯარო და კორძო სკოლების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა და სხვ.

კონფერენციაზე 70-მდე მომხსენებელი 5 სექციაში იმუშავებს: დირექტორთა სექცია; ჰუმანიტარული საგნების სექცია; საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სექცია; უცხო ენის, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის სექცია; უსაფრთხო სკოლის სექცია.

კონფერენციის მომხსენებლებს მიესალმებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე და ნუნუ მიცკევიჩი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს