მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან "41 ვერცხლი" მიუტანეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრები პარლამეტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ და მას "41 ვერცხლი" მიუტანეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ახალგაზრდების ჯგუფი დახვდათ, რომელთა შორისაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

"როგორც იესო გაყიდა იუდამ 30 ვერცხლად, აი, ასე გაყიდეს "ქართული ოცნების" წევრებმა საქართველო 41 ვერცხლად და ეს გვინდოდა გვეთქვა მამუკა მდინარაძისთვის. ეს ადამიანი იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყოს დიდი დიღმის პრობლემების მოგვარებით, ცდილობს ჩვენი მოძრაობის დისკრედიტაციას და იმას, რომ ერთ კონკრეტულ პარტიასთან მიგვაწეპოს, მაშინ როცა ერთ კონკრეტულ პარტიასთან საერთო არ გვაქვს და ვართ ყველა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული გაერთიანება. თვითონ ვერ გაბედა ჩვენთან შეხვედრა და შესაბამისად, ჩვენ დავუყარეთ სიმბოლურად ვერცხლის მონეტები", - განუცხადა ჟურნალისტებს "გაბედეს" წევრმა მიშა ქუმსიშვილმა.

მამუკა მდინარაძის ბიუროსთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

როგორც “გაბედეს“ წევრმა, მამუკა ჯუღელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პოლიცია არ ჩაერია დაპირისპირებაში და არ მიიღო შესაბამისი ზომები“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა