გრიგოლ ვაშაძე - რჩევა მინდა მივცე: არავინ არასდროს შედის მოლაპარაკებებში ხისტი პოზიციების დაფიქსირებით, თუ მისი წარმატება უნდა

ხელისუფლებამ ერთი რამ კარგად უნდა გაითავისოს - ელაპარაკება არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ხვალინდელი შეხვედრის მომხრეა, მითუმეტეს, რომ ეს შეხვედრა სტრატეგიული მოკავშირის მიერ არის ინიცირებული.

„ჯერ არც ფორმატი ვიცით, არც მონაწილეები ვიცით. მეორე - არცერთს ამ ოთახში მყოფს არ აქვს არც თავისი პარტიის მანდატი და არც მთლიანად ოპოზიციური ფრონტის მანდატი, მესამე: დიალოგი შესანიშნავია, მაგრამ დიალოგი თუ იქნება დიალოგისთვის, მაშინ ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ერთი რამ კარგად უნდა გაითავისოს - ელაპარაკება არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს. ეს {პროპორციული საარჩევნო სისტემა} არ არის მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა, ეს არის მთელი საზოგადოების მოთხოვნა: გამჭვირვალე, პატიოსანი, თანასწორი არჩევნები და ეუთო/ოდირის მოთხოვნები, რომელიც 27 რეკომენდაციისგან შედგება და რომელიც უპირობად უნდა შესრულდეს - ეს საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება კი არ არის, როგორც ზოგიერთს ჰქონია, ეს არის საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. რაც შეეხება დიალოგს - მე ჩემ პირად აზრს გეუბნებით და არა პარტიისას, დიალოგს აუცილებლად უნდა დავთანხმდეთ, მითუმეტეს, როდესაც ინიცირებულია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ევროკავშირის მიერ და დანარჩენს უკვე ადგილზე ვნახავთ, თუმცა რჩევა მინდა მივცე: არავინ არასდროს არ შედის მოლაპარაკებებში თუ მისი წარმატება უნდა, ხისტი მიუღებელი პოზიციების დაფიქსირებით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო