ლანა გალდავა -კარასინის ინიციატივა, თბილისში „რუსული ენისა და კულტურის ცენტრის” გახსნის შესახებ, უკიდურესი ცინიზმია

ეს არის უკიდურესი ცინიზმი, - ასე აფასებს “ლელოს” წევრი ლანა გალდავა გრიგორი კარასინის ინიციატივას თბილისში “რუსული ენისა და კულტურის ცენტრის” გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც ლანა გალდავა აცხადებს, არ შეიძლება მავთულხლართების აღმართვის პარალელურად ოკუპანტის კულტურის ცენტრის გახსნა.

,,მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაფერი კეთდება დეოკუპაციის მიმართულებით და საოკუპაციო ხაზი ყოველდღიურად იწევს, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და ასამართლებენ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „საზღვრის უკანონო კვეთასთან“ დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ ისევ პატიმრობაშია, საქართველოს მოქალაქეები ვერ მიდიან სალოცავებში და საფლავებზე დატყვევების შიშით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის - გრიგორი კარასინის ინიციატივა დეკემბერის თვეში თბილისში ,,რუსული ენისა და კულტურის ცენტრის” გახსნის შესახებ არის უკიდურესი ცინიზმი.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უფრო ეფექტურად გამოიყენოს საერთაშორისო ფორმატები და მწვავედ დასვას საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მტკივნეული საკითხები. რაც შეეხება კულტურულ ურთიერთობებს, არ შეიძლება მავთულხლართების აღმართვის პარალელურად ოკუპანტის კულტურის ცენტრის გახსნა!“ - განაცხადა ლანა გალდავამ, რომლის კომენტარსაც მოძრაობა “ლელო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა