30-მდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მათ მიერ შემუშავებულ 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს ხელი მოაწერა

30-მდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო პროექტი, რომელზე გადასვლასაც 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებას სთავაზობენ, ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ისინი ეუთო-ს/ ოდირის ოფისს გადაუგზავნიან.

ხელმოწერის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია დახურულ ფორმატში გამართავს შეხვედრას, სადაც ისინი განიხილავენ ხვალ დიპლომატიური კორპუსიის მონაწილეობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხს.

ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელით, პარტია ან საარჩევნო ბლოკი პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს ვერ აიღებს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში), რამდენი პროცენტიც აქვს აღებული არჩევნებში. გარდა ამისა, იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, სადაც გაიმართება მაჟორიტარული წესით არჩევნები. ოლქებში მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6 და არაუმეტეს- 8.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა