გიორგი ვაშაძე - ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და არა დიდი ფულის წინაშე

ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და არა დიდი ფულის წინაშე, - ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია მწყობრად მოქმედებს და საზოგადოება ნახავს მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.

„ეს არ არის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ეს ითვალისწინებს იმას, რომ კონსტიტუცია არ იცვლება. პროპორციული საარჩევნო სისტემის მისწრაფებები გათვალისწინებული იქნება, იქნება მაჟორიტარული არჩევნებიც, მაგრამ მთავარი იცით რა არის? ამ საარჩევნო სისტემით მანიპულაციას ვერ შეძლებს ვერავინ და ყველა იძულებული იქნება დაემორჩილოს ხალხის ნებას, რასაც გადაწყვეტს ხალხი, ის იქნება. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და არა დიდი ფულის წინაშე ან ვინმეს წინაშე, ვინც საარჩევნო სისტემას თავის სასიკეთოდ გამოიყენებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, შემუშავებულ ვერსიას მოიწონებს საერთაშორისო ინსტიტუტებიც და არასამთავრობო სექტორიც.

მისი თქმით, „ჯიბის იურისტები“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები შავზე-თეთრის მტკიცებით სახეს კარგავენ.

„ელემენტარულად, ცოტა სახე მაინც შეინარჩუნონ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ხომ გაირკვევა, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო