მამუკა მდინარაძე „გაბედეს“ წევრების მიერ მის მაჟორიტარულ ბიუროსთან „41 ვერცხლის" მიტანაზე - ციფრი 41 აშინებთ, ტანში ზარავთ ამის გაგონებაზე

ციფრი 41 აშინებთ, ტანში ზარავთ ამ 41-ის გაგონებაზე, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოძრაობა „გაბედეს“ წევრების მიერ მის მაჟორიტარულ ბიუროსთან „41 ვერცხლის“ მიტანას. დეპუტატი ამბობს, რომ მისი შევიწროების ბრძანება ამ ადამიანების „სულიერმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა" გასცა და აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერც მას და ვერც სხვებს ვერასდროს შეავიწროებს.

„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდით, დიტო სამხარაძემ, ჩვენმა კოლეგამ რამდენიმე წუთით ადრე დაპოსტა ფეისბუქში, რომ თურმე მათ სულიერ და ისედაც ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს უბრძანებია, მდინარაძე მაგრად გვირტყამს და იქნებ შეავიწროვოთო და ბრძანება შესრულდა უმოკლეს დროში - მოვარდნენ, ციფრი 41 ხომ აშინებთ, ტანში ზარავთ ამ 41-ის გაგონებაზე, ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ აქ ვარ, სხდომაზე ბევრი საქმე გვაქვს ძალიან.

ეს არის მარგინალური ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. იყო ინფორმაცია, რომ მე უნდა შემავიწროვონ. ვერასდროს ვერ შემავიწროვებს ვერც მე და ვერც ვერავის მიხეილ სააკაშვილი, მაგის პირობას გაძლევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო