სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ცენტრალური ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს 3 სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, მსუბუქი ავტომანქანა და პიკაპი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა