ოპოზიციის პროექტით, არჩევნები როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარდება და პროპორციულ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი იქნება

ოპოზიციის მიერ შემუშავებული 2020 წლის არჩევნების ახალი მოდელის თანახმად, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან. ამასთან, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებსა და ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.

პროექტით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6-ისა და არაუმეტეს 8-ისა.

ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტით, პარტიის/ ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, "შენების მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ა.შ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა