ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „შერატონში“ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის მხარდაჭერა“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალგაზრდულ სექტორში აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 31 ქვეყნიდან მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდობის მონაწილეობის კონცეფციისა და ფორმატის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება, ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების გაზიარება, ასევე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს