ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დააკავეს, სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს

ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დააკავეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა.

სხდომის დაწყებამდე ლაშა ჩხარტიშვილმა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა. დაკავებულის განცხადებით, ფილიშვილს მისი ადმინისტრაციული საქმე არ უნდა განეხილა, რადგან ის მიკერძოებულია და საპროტესტო აქციის წარმომადგენლების მიმართ მიკერძოებულ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ის კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს.

ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 19:00 საათისთვის გადაიდო.

ამ წუთებში, სასამართლოში „გაბედეს" აქტივისტები მივიდნენ. სწორედ მათი მოძრაობის წევრების - ანრი ჯანჯღავას, გიორგი პარუმბეგოვისა და დიმიტრი ლიპარტელიანის ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა