დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედ კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის რანგში, ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედ კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინა. სხდომა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს თავმჯდომარეობა და დადებითი შეფასება მისცა ქვეყნის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს. დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, კომიტეტის შეკითხვები თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ეფექტური იმპლემენტაციის ხედვებსა და საქართველოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგის საკითხებს შეეხებოდა. საუბარი ასევე ევროპული საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადალახვის გზებზე წარიმართა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს