გია ვოლსკი კარასინის განცხადებაზე - იყო საუბარი ენის კურსების გახსნაზე, რომელიც სავიზო განყოფილებასთან არსებული კომერციული სტრუქტურა იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განმარტებით, საუბარია რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნაზე და არა კულტურულ ცენტრზე. ამის შესახებ გია ვოლსკიმ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

„რაც შეეხება ენის შემსწავლელ კურსებს, რომელიც მათ სავიზო განყოფილებაში უნდა ჩამოაყალიბონ კომერციულ საწყისებზე, რა ვიცი, ვნახოთ, რას იზამენ.

მე არ მგონია, რომ საქართველოში ან რუსულ კულტურას არ იცნობენ, ან ზოგადად კულტურის გაცნობიერება აკლიათ. მგონია, უკეთესია ისეთ კულტურას თავად რუსეთი მიყვებოდეს, როგორიც არის პუშკინის, დოსტოევსკის და უამრავი გამოჩენილი მწერლის თუ პოეტის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე კულტურის ცენტრის თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„იყო საუბარი ენის კურსების გახსნაზე, რომელიც სავიზო განყოფილებასთან არსებული კომერციული სტრუქტურა იქნება. ზურაბ აბაშიძე ალბათ თვითონ უკეთ იტყვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს