ნათია თურნავა - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ისეთივე მარტივი, როგორც შენობის ან მიწის გასხვისება

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ისეთივე მარტივი, როგორც შენობის ან მიწის გასხვისება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო საწარმოების გაყიდვასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, მინისტრი აცხადებს, რომ სხვა სახის ობიექტებთან შედარებით საწარმოების გაყიდვა რთულია, რადგან ზოგიერთი მათგანი ვალდებულებებითაა დატვირთული და ასევე ახლავს რისკებიც. თურნავას თქმით, პრივატიზების დასაჩქარებლად სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯები იდგმება.

„სახელმწიფო საწარმოების უდიდესი ნაწილი, სადაც ოდნავ მაინცაა საპრივატიზებო პოტენციალი, რომ დავაინტერესოთ კერძო ბიზნესი, რა თქმა უნდა, შეთავაზებული იქნება ინვესტორებისთვის, საჯარო, გამჭვირვალე საპრივატიზებო პროცესის ფარგლებში. აქვე უნდა ითქვას, რომ საწარმოების პრივატიზება არაა ისეთი მარტივი, როგორც ვთქვათ, შენობის ან მიწის ნაკვეთის. მას მოჰყვება თავისი ვალდებულებები, რისკები და ბიზნესთან გაცილებით მეტი მუშაობა გვიწევს იმისთვის, რომ დავარწმუნოთ, რომ ესა თუ ის საწარმო ნამდვილად საინტერესოა მათთვის და ღირს თანხის ჩადება. საითითაოდ, თითო საწარმოს ვამზადებთ გასაყიდად გამოსატანად. წარმატებით გავასხვისეთ გორის ქარის ელექტროსადგური, რომელსაც ჰქონდა 17 მილიონ დოლარზე მეტი ვალდებულება“,-განაცხადა თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)