ნათია თურნავას განცხადებით, „საქართველოს ფოსტა“ გასაყიდად მზად ორ თვეში იქნება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „საქართველოს ფოსტა“ გასაყიდად მზად ორ თვეში იქნება.

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ შემდეგი მსხვილი საწარმო, რასაც სახელმწიფო გაყიდის „საქართველოს ფოსტაა“. მისივე განცხადებით , სტრატეგიული ობიექტების, „საქართველოს რკინიგზის“ და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გაყიდვა, არ განიხილება.

„შემდეგი, რასაც საპრივატიზაციოდ ვამზადებთ, არის „საქართველოს ფოსტა“. ესეც არაა მარტივი, რომ ერთბაშად შესთავაზო ბიზნესს გასაყიდად. აქ არაერთი მნიშვნელოვანი მომენტია, მათ შორის სოციალური. ადამიანებს აინტერესებთ, როგორ მოემსახურებათ მათ ფოსტა, რაც უნდა გავითვალისწინოთ იმდაგვარად, რომ ამ ობიექტმა მიმზიდველობა შეინარჩუნოს. ახლა სრულდება შეფასება და უახლოეს ორ თვეში ფოსტა მზად იქნება საპრივატიზაციოდ. სხვა საწარმოებიც შეუერთდება ამ სიას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს სტრატეგიული საწარმოები, რომელთა პრივატიზებაც არ განიხილება. ასეთია რკინიგზა და სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელთა პრივატიზებაც არ განიხილება“, - განაცხადა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო