დავით უსუფაშვილი - რუსული ენის სწავლება საქართველოს განათლების სამინისტრო საქმეა და ამაში რუსეთის დახმარება არ გვჭირდება

რუსულ ენას ქართული საგანმანათლებლო სისტემა სთავაზობს მოქალაქეებს, ვისაც სურთ ენის შესწავლა. არამგონია, ამაში რუსეთის მოხმარება გვჭირდებოდეს, - ასე უპასუხა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას.

უსუფაშვილი რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას შეეხებოდა.

"რაც მეტი ენა ეცოდინება ჩვენს ბავშვებს და ჩვენც, უკეთესი იქნება, მაგრამ, მგონი, ეს საქართველოს განათლების სამინისტროს საქმეა. ჩვენ რუსეთის მხრიდან ამ საქმეში დახმარება არ გვჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს