გიგა ბოკერია - იმის მაგივრად, რომ საუბარი იყოს უკანონოდ დაკავებულ ჩვენს მოქალაქეებზე და უამრავ მძიმე დარღვევაზე, იხილავენ რაღაც რუსული ცენტრის გახსნას

გავრილოვს უნდა გაახსნევინონ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, სრულფასოვანი მეგობრობის ჟესტი რომ იყოს, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთის პროპაგანდისტული ომის მორიგი მცდელობა.

„თუ უნდათ, კიდევ ერთხელ მიიღონ საზოგადოების რეაქცია, ნახავენ როგორი იქნება ამაზე რეაქცია. თუ ეს თარჯიმანების ბიუროა, როგორც აბაშიძემ თქვა, ამას რად უნდოდა სახელმწიფოებს შორის შეთანხმება?! ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს პროპაგანდისტულ ომს. ჩვენი მთავრობის მავნებლობის გამო კი, თურმე იმის მაგივრად, რომ საუბარი იყოს უკანონოდ დაკავებულ ჩვენს მოქალაქეებზე და უამრავ მძიმე დარღვევაზე, იხილავენ რაღაც ცენტრის გახსნას. მე მგონია, რომ ვერ გახსნიან, მაგრამ უკვე ის, რომ ეს არის თემა, ასე დგას საკითხი, აჩვენებს იმას, როგორი მოუმზადებელი ან მავნებლურია ეს მთავრობა, როცა დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო