„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

„კოორდინაცია-კონსულტაციის რეჟიმი ნიშნავს შემდეგს: „ლელო“, „შენების მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ.

მჭიდრო კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას გვაჩვენებს მომავალი. მთავარია, ჩვენ გადავწყვეტთ, კოორდინაცია იყოს ეფექტური“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის