ნინო ბურჯანაძე - ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ ისეთ ინიციატივას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნონ სხვა სახელმწიფოს კულტურა და ენა

„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ყინულის გალღობად აფასებს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ისეთ ინიციატივას, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნონ სხვა სახელმწიფოს კულტურა, ენა, ადამიანებს შორის კომუნიკაცია და ურთიერთობა უფრო ახლო იყოს.

„მაგრამ, ძალიან ბევრი პრობლემაა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ძალიან მტკივნეული პრობლემები, რომელიც არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი და იქაც თუ არ დაიძრა ყინული, მარტო ეს თემა არ იქნება საკმარისი და შეიძლება არასწორადაც იყოს გაგებული. ამიტომ, მე ვფიქრიბ, რომ სხვადასხვა ფრონტიდან არის სამუშაო იმ მიმართულებით, რომ რუსულ- ქართული ურთიერთობები ნორმალურ ეტაპზე გადავიდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა