საშა ტერნესი - მოხარული ვართ დღევანდელი ინიციატივით - ბიზნესისთვის 100 საინვესტიციო ქონების შეთავაზებით

გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი პოზიტიურად აფასებს პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და დღეს ბიზნესსსექტორს დეტალურად გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

„მოხარული ვართ დღევანდელი ინიციატივით - ბიზნესისთვის 100 საინვესტიციო ქონების შეთავაზებით. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქონების უმეტესი ნაწილი მიწის ნაკვეთია და მიწის ნაკვეთი ყოველთვის მწირი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, მით უფრო თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში“, - აღნიშნა საშა ტერნესმა პროექტზე საუბრისას.

ამასთან, გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ბიზენსსექტორისა და ინვესტორებისთვის ძალიან კარგია იმის ცოდნა, თუ რა არის ხელმისაწვდომი ბაზარზე. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია მშენებლობის ნებართვების მიღების პროცესის გამარტივება.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ინვესტორები მიიღებენ მთელ პაკეტს - არა მხოლოდ მიწას, არამედ ყველა საჭირო წინასწარ ნებართვასა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას, რაც პროცესს ძალიან მარტივს ხდის. კარგია, რომ როდესაც ადამიანები დაინტერესდებიან რომელიმე საკუთრებით, მათ მშენებლობის შესაბამისი ნებართვების მიღების ძალიან მარტივი პროცესი ექნებათ გასავლელი“, - განაცხადა საშა ტერნესმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა