მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზაა იმ ამომრჩევლის სურვილის გათვალისწინება, რომელიც დაიღალა ბოლო 9 + 8 წლის ისტორიით

ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზა არის იმ ამომრჩევლის სურვილის გათვალისწინება, რომელიც დაიღალა ბოლო 9 პლუს 8 წლის ისტორიით, ურთიერთდაპირისპირებით და უპერსპექტივობით,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად ახალი საკონსულტაციო პლატფორმის წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლელოს“ პროპორციული არჩევნების საკითხის გარდა სხვა საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ ჰქონია და მას თავისი ხედვა და პროგრამა აქვს.

„ლელო“ აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ საპროტესტო აქციაში, რომელიც ემსახურება პროპორციული არჩევნების დაბრუნებას. დღეს ბადრი ჯაფარიძემ ხელი მოაწერა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დოკუმენტს.

მინდა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ შემთხვევაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ მოთხოვნაში სხვადასხვა გემოვნების, იდეოლოგიის პარტიებთან ვართ გაერთიანებული, მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხში.

ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზა არის ამ ქვეყნის იმ მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიცაა. პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომ მოვედით ამ მდგომარეობამდე მმართველ პარტიას ეკისრება. საზოგადოება დაიღალა ურთიერთგადაბრალებით ამ ორ ძალას შორის, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ხედვას და იმ პროგრამას, რომელიც იქნება განსხვავებული,

იქნება სხვა გზა და ეს გზა იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ქართველი ადამიანები 35 ევროდ გაისტუმრონ სხვა ქვეყნებში და უცხოეთში დაასაქმონ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო