დავით უსუფაშვილი - საქართველო არ დაიყვანება ორ ფერამდე, რა ფერიც არ უნდა იყოს ის- მრავალპარტიული თავისუფლება გულისხმობს სხვადასხვა ფერს და ხედვას

ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, საქართველო არ დაიყვანება ორ ფერამდე, რა ფერიც არ უნდა იყოს ის, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, პროპორციული არჩევნები იმიტომ უნდათ, რომ ბევრი პარტია იყოს წარმოდგენილი და არა - ორი.

„მე არა მგონია, ვინმესთვის რაიმე სიახლე ვთქვა, როდესაც გავიმეორებ კიდევ ერთხელ „შენების მოძრაობის“ გაცხადებული ამოცანაა, შეიცვალოს „ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე. ეს ძალიან კარგად იცის ჟურნალისტმაც, ექსპერტმაც, ქართველმა ხალხმაც და მათ შორის, იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვისთან ერთადაც მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს. მათ ზუსტად იციან, რომ საარჩევნო საკითხებში, მსოფლმხედველობრივ საკითხებში, ქვეყნის მომავლის დანახვის საკითხებში ჩვენ ცხადია, არ ვართ ერთად. მე ვიმეორებ იმას, რაც ჩემს გზავნილებს ემთხვევა სამი წელია და არა სამი დღეა. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მე ვთქვი, რომ არც ერთ კანდიდატს არ ვაძლევ ხმას იმიტომ, რომ ქვეყანას სხვა მომავალი სჭირდება. „შენების მოძრაობა“ ამ პლატფორმაზე იდგა ყოველთვის, ვინ როდის რას ამბობდა, იმისდა მიუხედავად. ჩვენი საკოორდინაციო რეჟიმის შესაძლებლობაც იმან გააჩინა, რომ ამ კონკრეტულ საკითხში, დიახ, ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ საქართველო არ დაიყვანება ორ ფერამდე, რა ფერიც არ უნდა იყოს ის, ან ეს, ან ის! მრავალპარტიული თავისუფლება გულისხმობს სხვადასხვა ფერებს და სხვადასხვა ხედვებს. პროპორციული არჩევნები იმიტომ გვინდა, რომ ბევრი პარტია იყოს წარმოდგენილი და არა - ორი. ამიტომ აქციებთან დაკავშირებითაც ოპოზიციურ ფორმატში დღემდე გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია კოლეგებთან და ასევე გავაგრძელებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს