ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, EBRD დედაქალაქსა და ქვეყნის 6 დიდ ქალაქში საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესებას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) დაახლოებით 200 ავტობუსი დაემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2016 წელს EBRD-სთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს 80 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, EBRD-სთან გაფორმებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილ იქნა და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.

დღესვე, ივანე მაჭავარიანმა და კატარინა ჰანსენმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.

ამავდროულად, EBRD მზადაა, მოიძიოს გრანტი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული საჭიროების დეტალური კვლევის დასაფინანსებლად (ავტობუსების მარშრუტები, გადახდის სისტემები, სატარიფო გეგმა და ა.შ.)

„საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, მოსახლეობის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს