მერაბ ქვარაია - სააკაშვილის მოდელირებული ხილვები მხოლოდ ირონიულ ღიმილს იმსახურებს

საქართველოს პოლიცია ერთნაირად ღირსეულია ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რაც ყველაზე მთავარია, პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს, წესრიგს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ მომავალს და ამას ხედავს საზოგადოება,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხმიანება.

,,საქართველოს პოლიცია ერთნაირად ღირსეულია ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რაც ყველაზე მთავარია, პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს, წესრიგს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ მომავალს და ამას ხედავს საზოგადოება. სააკაშვილის მოდელირებული ხილვები მხოლოდ ირონიულ ღიმილს იმსახურებს და რა გასაკვირია, რომ პოლიცია, რომელიც არ ემორჩილება სააკაშვილს და არ აძლევს მას საკუთარი გეგმების განხორციელების უფლებას, მისთვის ამორალური და მიუღებელი იქნება. ამიტომაც დაიწყო მისი და ოპოზიციის ლიდერების ორკესტრირებული შეტევა პოლიციაზე”,- წერს მერაბ ქვარაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა