ოთარ კახიძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაზე - ყურადღების გადატანა უნდათ სხვა საკითხებზე და ვიღაცებს უვარდებიან

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ქართული ოცნების” აქტივისტების მისვლითა და იქ დაპირისპირებით, მმართველ გუნდს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა სურს.

მისივე თქმით, ქუთაისში “ქართული იცნების” წარმომადგენელთა პროტესტი არაბუნებრივია.

“ეს არის ბოდვა. ასეთი საქციელი თავად მეტყველებს ამ საქციელის ავტორებზე. არანაირ დაპირისპირებამდე არ მიიყვანს მდგომარეობას ასეთი ბოდვა. მთავარი ფოკუსი არის იმაზე, რაზეც არის საზოგადოება აღშფოთებული - ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან სიტყვის გატეხვა. ყურადღების გადატანა უნდათ სხვა საკითხებზე და ვიღაცებს უვარდებიან, თქვენ რატომ არსებობთო. ამას პერსპექტივა ვერ ექნება, იმიტომ რომ არ არის ბუნებრივი”,- განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისში „ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს